Posts

Showing posts from June, 2019
Image
შ ე ჯ ა მ ე ბ ა საბოლოოდ     შეჯამების სახით ვიტყვი , რომ კურსი ჩემთვის საინტერესო იყო . გავიგე ბევრი ისეთი ტექნიკური სიახლე , რაც აქამდე არ გამომიყენებია . შევქმენი ბლოგი , ონლაინ კითხვარი , პოსტერი , შეფასების რუბრიკები და Web Quest. აღნიშნული მასალა მნიშვნელოვანია , იმდენად , რამდენადაც თანამედროვე ტექნოლოგიების ხანაში მასწავლებელი თუ არაა აღჭურვილი მსგავსი ინსტრუმენტებით წარმატების მიღწევა გაუჭირდება . სწორედ ამიტომ ვფიქრობ , რომ ეს კურსი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის .  ამ კურსმა ნათლად დამანახა და გამააზრებინა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწავლება - სწავლის პროცესში მულტიმედია საშუალებების გამოყენება , ასევე შემასწავლა , მიღებული ცოდნის საფუძველზე ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით , საკუთარი სასწავლო მასალების შექმნა , რასაც ვფიქრობ , რომ აქტიურად გამოვიყენებ სკოლაში მოღვაწეობის პერიოდში .
Image
მოსწავლის ავტონომიურობის წახალისება  ისტ–ის მეშვეობით მოგესალმებით! მიმაჩნია , რომ ავტონომიურობა არის ცვალებადი და ჩამოყალიბებადი პროცესი .  დღევანდელ საზოგადოებაში მოსწავლეებს უჭირთ საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა , რადგან სისტემურად მოყვებოდა მასწავლებელი გადასცემს ცოდნას , მოსწავლე იღებს მას უკრიტიკოდ . ეს ტენდენცია 21- ე საუკუნეშიც ძნელდება , ავტონომიურობის საკითხზე როდესაც ვსაუბრობთ მხოლოდ თბილისში და დიდ რეგიონებში არსებული მდგომარეობით არ უნდა შევაფასოთ , რადგან აქ საშუალება აქვთ გაიარონ ს ხვადასხვა ტრენინგები და ცოტ - ცოტა რამ მაინც გაიგონ ახალი და სცადონ თავიანთ მოსწავლეებზე გადმოიტანონ . მივცეთ მოსწავლეს თავისუფლება და დავაკვირდეთ , რამდენად შეძლებს სწორად წარმართოს სწავლის პროცესი . საჭიროა, რომ მოსწავლეებს შევუწყოთ ხელი ავტონომიურობის ჩამოყალიბებაში, რათ მათ შემდგომ შეიძინონ პროდუქტული უნარ-ჩვევები, ეს იქნება ზეპირი თუ წერითი მეტყველება. პედაგოგები სასწავლო პროცესში ხშირად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რათა საინტერესო და მ...
Image
მასწავლებლის ონლაინ რესურსები (თამაშები, ქვიზები, გამოკითხვები) მულტიმედია საშუალებების გამოყენებით ძალიან მარტივად და სწრაფადაა შესაძლებელი ტესტების , ქვიზებისა და პოსტერების შექმნაც კი , რაც ძალიან სასარგებლოა მასწავლებლისათვის.  ონლაინ ტესტები და სავარჯიშოები დღეს აუცილებელიც კი არის , რომ სწავლებაში აქტიურად იქნეს გამოყენებული . გიზიარებთ ჩემს მიერ შექმნილ ტესტსა და ქვიზს: https://jeopardylabs.com/play/m-a-th https://quizizz.com/join/quiz/5cebc7eb303406001a174ba4/start