მოსწავლის ავტონომიურობის წახალისება
ისტ–ის მეშვეობით
მოგესალმებით! მიმაჩნია, რომ ავტონომიურობა არის ცვალებადი და ჩამოყალიბებადი პროცესი. დღევანდელ საზოგადოებაში მოსწავლეებს უჭირთ საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, რადგან სისტემურად მოყვებოდა მასწავლებელი გადასცემს ცოდნას, მოსწავლეიღებს მას უკრიტიკოდ. ეს ტენდენცია 21-ე საუკუნეშიც ძნელდება, ავტონომიურობის საკითხზე როდესაც ვსაუბრობთ მხოლოდ თბილისში და დიდ რეგიონებში არსებული მდგომარეობით არ უნდა შევაფასოთ, რადგან აქ საშუალება აქვთ გაიარონს ხვადასხვა ტრენინგები და ცოტ-ცოტა რამ მაინც გაიგონ ახალი და სცადონ თავიანთ მოსწავლეებზე გადმოიტანონ. მივცეთ მოსწავლეს თავისუფლება და დავაკვირდეთ, რამდენად შეძლებს სწორად წარმართოს სწავლის პროცესი. საჭიროა, რომ მოსწავლეებს შევუწყოთ ხელი ავტონომიურობის ჩამოყალიბებაში, რათ მათ შემდგომ შეიძინონ პროდუქტული უნარ-ჩვევები, ეს იქნება ზეპირი თუ წერითი მეტყველება.
პედაგოგები სასწავლო პროცესში ხშირად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რათა საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ საგაკვეთილო პროცესი. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაწყებით კლასებში, რადგან ამ დროს მოსწავლეებს ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე აქვთ თვალსაჩინო(ხატოვანი) მეხსიერება. ტექნოლოგიების გამოყენება კი მათ ეხმარებათ, უკეთესად აღიქვან და დაიმახსოვრონ ახალი მასალა და ინფორმაცია.
სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ:
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დაწყებით საფეხურზე, როდესაც სასწავლო დისციპლინების უმეტესობა ისწავლება ინტეგრირებულად.
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას.

Comments
Post a Comment