ციფრული ტექნოლოგიები 21-ე საუკუნეში

   ყველასათვის ნათელია, რომ 21-ე საუკუნეში, ადამიანს საკმაოდ ხშირი შეხება აქვს კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან, რადგან კომპიუტერი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი რამდენად საზიანო, ან სასარგებლოა მათი გამოყენება ბავშვთა ასაკში, და არა მარტო მათ ასაკში. თავის მხრივ, ამ ტექნოლოგიებში იგულისხმება არა მარტო კომპიუტერი, არამედ ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, პლანშეტი და ა.შ.

   უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ტექნოლოგია ჩვენი მოსწავლეების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. აუცილებელია, მოსწავლეებს ციფრული სამყაროს წესები ვასწავლოთ და ისინი უსაფრთხო და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად გავზარდოთ, რასაც რა თქმა უნდა ვერ ასწავლის ე.წ. რობოტი, ასევე, ის ვერც შეძლებს, რომ მოსწავლეებს ასწავლოს ინდივიდუალიზმი, რადგან დაპროგრამებულ ტექნიკასთან ურთიერთობით ჩვენც თითქოს ,,დაპროგრამებული“  და ,,მექნაიკური“ გავხდებით.
   მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნახტომი, უდიდესი მიღწევაა. ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი საქმე გააკეთოს უფრო სწრაფად და მარტივად. სოციალური ქსელების მეშვეობით კი ვეკონტაქტებით მეგობრებს, ახლობლებს, სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ნათესავებს, გავეცნოთ არაერთ ინფორმაციას და ა.შ. 
   მაგრამ, რაც არ უნდა ვისაუბროთ მათ დადებით მხარეებზე, გვერდს ვერ ავუვლით იმ პრობლემებს, რომლებსაც მათი არსებობა და სიმრავლე იწვევს. ინტერნეტსა და კომპიუტერს დიდი ზიანის მოტანაც შეუძლიათ და ბევრ პრობლემას იწვევენ, ეს ბოლო წლებში უფრო თვალსაჩინო გახდა და უფრო მეტი ადამიანი განიცდის გავლენას. დროის ხარჯვა, ალბათ ერთ-ერთია, რომლის აღდგენაც შეუძლებელია, ბევრი ადამიანი მხოლოდ ვირტუალური სამყაროთი, ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით ცხოვრობს, შესაბამისად კი - მოწყვეტილნი არიან რეალურ სამყაროს და გაუცხოებულნი  გარშემომყოფებისაგან, რადგან სოციალური ქსელები და ტექნოლოგიები მათზე როგორც ნარკოტიკი ისე მოქმედებენ. აგრეთვე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ თვალისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ელექტრომაგნიტური ხელსაწყო, რომელიც კომპიუტერის, მობილურის და ტელევიზორის ძირითადი შემადგენელი ნაწილია.
   ნათელია, რომ დღესდღეობით, ისე როგორც არასდროს, ფასდაუდებელია საგანმანათლებლო ტექნოლოგიების როლი სასწავლო პროცესში, რადგან იგი შესაძლებლობას აძლევს პედაგოგებს,  სწავლების სხვადასხვა მეთოდთან ტექნოლოგიების ინტეგრირებით  უფრო მეტ შედეგს მიაღწიონ. მთავარია, ვიცოდეთ და ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებსაც მისი სწორად გამოყენება.

Comments

Popular posts from this blog

რა არის ინტერნეტი?