რა არის ინტერნეტი?

მოგესალმებით, მე ვარ თამთა ჩიტუნაშვილი.
გაგაცნობთ, გარკვეულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის ინტერნეტი.

ინტერნეტი (ინგლ. Internet; „International Net“ — საერთაშორისო ქსელი) — „მსოფლიო-ქსელი“, ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდ „ქსელს“ (The Net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს. 
ვინ შექმნა ის?
ვები, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ , გამოიგონა ტიმ ბერნეს-ლიმ, რომელიც მუშაობდა CERN-ის ლაბორატორიაში. მის ნამუშევარს საფუძვლად ედო პოპულარული თეორია ჰიპერტექსტული გზავნილის ( HTML ) შესახებ. ნებისმიერ პერსონალურ კომპიუტერში ჩატვირთულ Windows გააჩნია ჰიპერტექსტის მარტივი ვერსია.
ინტერნეტი საქართველოში.

ქართული ინტერნეტი
ქართული ინტერნეტის შექმნაში პირველი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დევნილი ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციამ ფინეთიდან. 
პირველი ქართული (ქართულ ენაზე შესრულებული) ვებ გვერდი ანუ ვებ საითი 1996 წლის დასაწყისში შექმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელმა ევროპაში რენო სირაძემ (ფინეთი) - ეს იყო „დედაენა“ (იხ.: გაუნიკოდებული ასლი).
პირველი ქართული ვებ საიტი, რომელიც უნიკოდ კოდირებაზე იყო დაფუძნებული და ზოგადად მეორე ქართული ვებ საიყი გახდა „შავლეგო“ დაარსებული 1996 წელს BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ.

დღეისათვის არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმისა თუ რამდენი მომხმარებელი ჰყავს ქართულ ინტერნეტს. ეს ფაქტი განპირობებულია იმითაც რომ აბონენტს, რომელსაც ინტერნეტი გაჰყავს შემდგომ ხდება ამ ინტერნეტის გამნაწილებელი. ანუ ხშირად რეგისტრირდება ერთი აბონენტი, სინამდვილეში კი მომხმარებელი რამდენიმე პირია. Internetworldstats_ს  მონაცემებით 2010 წლისათვის საქართველოში, ინტერნეტით სარგებლობს 1.300 მილიონი ადამიანი. მაგალითისათვის 2000 წელს ინტერნეტით სარგებლობდა მხოლოდ 20 ათასი ადამიანი 
რას აკეთებს ინტერნეტი?
ინტერნეტს ერთი უბრალო საქმე ევალება: კომპიუტერული ინფორმაცია (data) ერთი ადგილიდან მეორეში გადაიტანოს. ინტერნეტში არსებული კომპიუტერების სწორედ ასე ექცევიან ინფორმაციას. ინტერნეტი მუშაობს უფრო როგორც საფოსტო სერვისი. ასოები ერთი ადგილიდან მეორეში იგზავნება და არ აქვს მნიშვნელობა ვისგანაა ის ან რას შეიცავს. საფოსტო სერვისის საქმე წერილების გაგზავნაა ერთი ადგილიდან მეორეში, რატომ საკითხი მას არ ეხება, იგივე შეიძლება ვთქვათ ინტერნეტზეც.
საფოსტო სერვისის მსგავსად ინტერნეტის სიადვილე აძლევს შესაძლებლობას ბევრი ინფორმაციის დამუშავების, რაც ხალხს ეხმარება სხვადასხვა სამსახურებში. იმეილი, ვებ გვერდები, ჩატი, და სხვა: ყველა ეს ინფორმაცია თანაბრად მუშავდება და იგზავნება მსგავსად.

Comments

Popular posts from this blog