რა არის მულტიმედია საშუალებები?
რა არის მულტიმედია საშუალებები?
მულტიმედია (ინგლ. multi - ბევრი, media - medium საშუალება) — ინფორმაციის (აკუსტიკური, ვიზუალური, ტექსტური და გრაფიკული) გადაცემის, შენახვისა და წარმოების სხვადასხვა საშუალების ტექნოლოგია, აგრეთვე, ასეთი ტექნოლოგიის მარეალიზებელი პროგრამებისა და საინფორმაციო სისტემების ერთობლიობა.
მულტიმედიას შეიძლება ჰქონდეს მარტივი სახე, მაგალითად, ერთი სურათის წარმოდგენა და კომპლექსური სახე,როდესაც კომპიუტერული პროგრამა ერთდროულად იტევს ხმას,გამოსახულებასა და ტექსტს.
სწავლების პროცესში მულტიმედიური საშუალებების გამოყენება ხელს უწყობს პრაქტიკულ მუშაობაზე ორიენტირებულ აქტიურ სწავლებას.
მაგალითად: ვიდეომასალების საფუძველზე შეიძლება დისკუსიისა და მსჯელობის გამართვა, რაც თავის მხრივ, მასალების დეტალურად გაცნობასა და სტუდენტებში ინტერესის აღძვრას განაპირობებს.
რა არის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები (ისტ)?
ისტ-ი ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციის
ამაღლებას, იგი საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესი დროსა და სივრცეშიც გასცდეს
საკლასო ოთახის ფარგლებს და გახდეს მაქსიმალურად ღია. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
დახმარებით მოსწავლეს და მასწავლებელს შეუძლიათ მოიპოვონ რეალური მონაცემები,
რომლებიც საჭიროა ამა თუ იმ პრობლემების გადასაჭრელად და სასწავლო პროცესში ჩართონ
ის პიროვნებები, რომლებსაც უშუალო კავშირი არ აქვთ მიმდინარე სასწავლო
აქტივობასთან .
რა განსხვავებაა
ზოგადად ისტ-სა და სასწავლო მიზნებისთვის გამოყენებულ (ვებ) ტექნოლოგიებს შორის?
ისტ-ის დანიშნულებაა ახალი ინფორმაციის მოძიება და
კომუნიკაცია. ხოლო ვებ-ტექნოლოგიები კი გულისხმობს პროგრამების
შექმნას, ასევე როგორ განვათსოოთ ესა თუ ის ინფორმაცია სხვადასხვა ქსელში.
იმისათვის, რომ გავიდეთ ესგ-ს მიხედვით ისტ-სთვის განკუთვნილ მიზანზე, ერთ-ერთი
საშუალება არის სწორედ ვებ ტექნოლოგიები.
ჩამოთვალეთ
თქვენთვის ცნობილი ვებ-ტექნოლოგიები,
რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სასწავლო მიზნებისთვის
სასწავლო
პროცესში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შემდეგი ვებ-ტექნოლოგიები: Internet Explorer, Youtube , Gmail , Opera და
ა.შ.

Comments
Post a Comment