რა არის ბლოგი და რა არის ვიკი

მოგესალმებით!
ბლოგი არის ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ შექმნილი ვებ-საიტი, რომელიც განკუთვნილია რეგულარული ჩანაწერებისთვის. ჩანაწერი შეიძლება იყოს ტექსტური სახის, ვიდეო ან აუდიო მასალა. ბლოგი, როგორც წესი, აღწერს სხვადასხვა მოვლენას, აძლევს მას ავტორისეულ შეფასებას, უკეთებს კომენტარს და სთავაზობს სხვებსაც განხილვის თემად. ტიპიური ბლოგი კი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ბლოგების, ვებ-საიტების ლინკებს და სხვადასხვა თემასთან დაკავშირებულ მედიას. თუმცა ზოგიერთი ბლოგი გარკვეული პროფილით მუშაობს, ორიენტირებულია, მაგ.ად: ხელოვნებაზე - , ფოტოგრაფიაზე - , ვიდეო მასალაზე - , მუსიკაზე - , აუდიო მასალაზე - . რაც შეეხება მიკრო-ბლოგს, ის არის ბლოგის განსხვავებული ფორმა, რომელიც შედგება ძალიან მოკლე ჩანაწერებისაგან.
ვიკი არის თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგია, ჰიპერტექსტური გარემო, როგორც წესი, ვებ-საიტი, რომელშიც მრავალ ადამიანს ერთდროულად შეუძლია ტექსტური ინფორმაციის შექმნა, რედაქტირება და სტრუქტურირება.
ბლოგი და ვიკი ერთ-ერთ მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენენ საგანმანათლებლო სივრცეში. მათი საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, გავრცელება და ა.შ.

Comments

Popular posts from this blog

რა არის ინტერნეტი?