დადებითი მხარეები
- ნებისმიერი სასურველი ინფორმაციის მოპოვება.
- დედამიწის ნებისმიერ წერტილში მომხდარი ახალი ამბების შეუზღუდავი მიღება.
- იმ ხალხთან დაკავშირება, რომლებიც დიდი ხანია არ გვინახავს.
- ადამიანს შეუძლია შექმნას საკუთარი ბლოგი, ან ფორუმი, სადაც მას შეეძლება განიხილოს ნებისმიერი საკითხი.
- ინტერნეტი ამარტივებს საბანკო - საფინანსო საქმიანობას.
- ონლაინ ტრენინგებში, სემინარებში და ა.შ. მონაწილეობა.
- სასწავლო რესურსების მოძიება.
- ადამიანს შეუძლია ინტერნეტი გამოიყენოს გასართობად (სხვადასხვა ჟანრის თამაშების, ფილმები და ა.შ).
- სოც. ქსელები ხელს უწყობს სოციალიზაციას.
უარყოფითი მხარეები
- კომპიუტერთან დიდი ხნით ჯდომა მოქმედებს ადამიანს ხერხემალზე და მის ჩამოყალიბებაზე.
- კომპიუტერის ეკრანის გამოსხივება ცუდად მოქმედებს თვალებზეც. ის ვინც, კომპიუტერთან დიდი ხნის განმავლობაში ზის, თვალებს უფრო ნაკლებად ახამხამებს, რაც იწვევს თვალის კაკლის გამოშრობას.
- ძალადობრივი და აგრესიული თამაშები მოქმედებენ ადამიანის ფსიქიკაზე.
- ინტერნეტ სამყარო იწვევს ადამიანის ჩაკეტილობას; უჩნდება კომპლექსები, რომელიც მას სრულფასოვან ცხოვრებაში უშლის ხელს.
- ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის, რაც არ არის განკუთვნილი მისი ასაკისათვის.
- პერსონალური მონაცემების საჯაროობა, რაც შეიძლება მოიპოვოს არაკეთილმოსურნე პიროვნებამ და ბოროტად გამოიყენოს.
- იმ აუდიო და ვიდეო მასალის გამოქვეყნება, რაც საფრთხეში ჩააგდებს ადამიანს.
- კომპიუტერული სისტემის შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს მუშაობის სრული შეფარხება, იქ, სადაც სამუშაო აწყობილია კომპიუტერულ სისტემაზე.
- არსებობს ვირუსები, სპამები და სხვ, რომელიც შექმნილია კომპიუტერული სისტემების დასაზიანებლად.
- ინტერნეტის საშუალებით ხდება ცრუ ინფორმაციების გავრცელება, რასაც მილიონობით ადამიანი ეცნობა და იჯერებს მას.
Comments
Post a Comment