Padlet – ინტერაქციული დაფა და ინტერაქცია დიდ აუდიტორიასთან მოგესალმებით! თავდაპირველად, დავიწყოთ იმით, რომ, ადრე, სტუდენტებს არ ჰქონდათ ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობა, შესაბამისად მის საჭიროებას ვერ ხედავდნენ, თუმცა დღეს კი მათ გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. თითქმის ყოველ სტუდენტს უწევს პრეზენტაციის წარდგენა ამა თუ იმ საგანში, რისთვისაც, სწორედ რომ ისინი იყენებენ PowerPoint-ს, რაც ხელსაყრელი საშუალებაა ვიზუალიზაციისათვის, თვალსაჩინოებისთვის. პრეზენტაციას უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის სურათები, გრაფიკები, ვიდეოები და სხვ. თვალსაჩინო მასალები, რომელთა მოთავსებაც შესაძლებელია PowerPoint-ში. ხშირია შემთხვევა, როცა აუდიტორიაში სტუდენტთა კონტიგენტი საკმაოდ მაღალია, რის გამოც ლექტორი უმთავრესად ლექცია - მონოლოგს მიმართავს, სადაც მცირეა სტუდენტთა ჩართულობის კოეფიციენტი და შესაბამისად, ლექცია უინტერესო და მოსაწყენი ხდება. იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროს ლექტორმა, მან უნდა მიმართოს ტექნოლოგიებს, ანუ მულტიმედიას, უფრო კონკრეტულად კი - გამოიყენოს პრეზენტაცია Power...