ინტერაქტიული PowerPoint



Microsoft Office — კომპანია Microsoft-ის მიერ შექმნილი საოფისე პროგრამების კომპლექტი, რომელსაც იყენებენ საოპერაციო სისტემები Microsoft Windows და OS X. საზოგადოების წინაშე წარდგა 1989 წლის 1 აგვისტოს Microsoft-ის მიერ. თავდაპირველად პროგრამის მარკეტინგული შეფუთვა შეიცავდა შემდეგ საოფისე პროგრამებს: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint. მოგვიანებით პროგრამას დაემატა Visual Basic for Applications (VBA) სკრიფტის ენა.

Microsoft PowerPoint არის პრეზენტაციის მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია Windows და OS X-ზე. შესაძლებელია გავაკეთოთ სხვადასხვა სახის სლაიდშოუ, ტექსტისა და სურათის გრაფიკული გაფორმება და ა.შ. რომელიც დაგვეხმარება სხვადასხვა სახის სლაიდშოუს მოსაწყობად.

Power Point-ი ძალიან მარტივად გამოსაყენებელი პროგრამაა სხვადასხვა საკითხის გასაშუქებლად. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნლობა აქვს ზოგადად თვალსაჩინოებებს და ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გამოყენებადია, სწორედ, Power Point-ის პეზენტაციები.


იმისათვის რომ პრეზენტაცია ინტერაქტიური გავხადოთ, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი, რომ პრეზენტაციაში მოცემული ინფორმაცია იყოს კარგად სტრუქტურირებული და ინტერესის გამომწვევი დასაწყისიდან დასასრულამდე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თემა არ იყოს მშრალი და მხოლოდ თეორიულ მასალაზე დაფუძნებული, ის უნდა შეივსოს საინტერესო მაგალითებით. პრეზენტაციაში წარმოდგენილი რესურსები, კერძოდ, კი ვიზუალური მასალები, იქნება ეს ფოტოსურათები, ვიდეო, ანიმაცია თუ სხვა სწორად უნდა იყოს შერჩეული, რაც პრეზენტაციას გახდის უფრო ეფექტურს და აუდიტორიას საშუალებას მისცემს ძირითად იდეებს უფრო ადვილაად მიადევნოს თვალი.
დღევანდელ საგანმანათლებლო სივრცეში დიდი აუდიტორიები ფართოდაა  გავრცელებული, რაც არაეფექტურია არსებული ცოდნის ახალ სიტუაციებში გამოყენების თვალსაზრისით, მაღალი დონის აზროვნებისთვის, მომავალი სწავლისათვის მოტივაციის შესანარჩუნებლად და ა.შ.

გთავაზობთ ბმულს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოთ პრეზენტაციის შექმისათვის:
                                     https://www.youtube.com/watch?v=XF34-Wu6qWU

ეს კურსი დამეხმარა იმის გააზრებაში თუ როგორ უნდა გავხადოთ ჩვენი პრეზენტაცია ინტერაქტიური, საინტერესო და შთამბეჭდავი, რა უნდა გავითვალისწინოთ ამისთვის და ა.შ.

Comments

Popular posts from this blog

რა არის ინტერნეტი?