Padlet – ინტერაქციული დაფა და ინტერაქცია დიდ აუდიტორიასთან
მოგესალმებით!
თავდაპირველად, დავიწყოთ იმით, რომ, ადრე, სტუდენტებს არ ჰქონდათ ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობა, შესაბამისად მის საჭიროებას ვერ ხედავდნენ, თუმცა დღეს კი მათ გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. თითქმის ყოველ სტუდენტს უწევს პრეზენტაციის წარდგენა ამა თუ იმ საგანში, რისთვისაც, სწორედ რომ ისინი იყენებენ PowerPoint-ს, რაც ხელსაყრელი საშუალებაა ვიზუალიზაციისათვის, თვალსაჩინოებისთვის. პრეზენტაციას უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის სურათები, გრაფიკები, ვიდეოები და სხვ. თვალსაჩინო მასალები, რომელთა მოთავსებაც შესაძლებელია PowerPoint-ში.
ხშირია შემთხვევა, როცა აუდიტორიაში სტუდენტთა კონტიგენტი საკმაოდ მაღალია, რის გამოც ლექტორი უმთავრესად ლექცია - მონოლოგს მიმართავს, სადაც მცირეა სტუდენტთა ჩართულობის კოეფიციენტი და შესაბამისად, ლექცია უინტერესო და მოსაწყენი ხდება. იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროს ლექტორმა, მან უნდა მიმართოს ტექნოლოგიებს, ანუ მულტიმედიას, უფრო კონკრეტულად კი - გამოიყენოს პრეზენტაცია PowerPoint-ის საშუალებით, რომელიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს სწავლა - სწავლების პროცესში და ლექციას უფრო საინტერესოს ხდის.
პრეზენტაცია რომ იყოს ინტერაქტიური, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეზენტაციაში მოცემული ინფორმაცია იყოს კარგად სტრუქტურირებული და ინტერესის გამომწვევი დასაწყისიდან დასასრულამდე; თემა არ უნდა იყოს მშრალი და მხოლოდ თეორიულ მასალაზე დაფუძნებული, ის უნდა შეივსოს საინტერესო მაგალითებით. პრეზენტაციის ბოლოს კი, სტუდენტებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ კითხვები დაუსვან პრეზენტატორებს, ჰქონდეთ ასევე მსჯელობისა და დისკუსიის საშუალება.
Padlet არის ინტერაქციული დაფა, რომელიც შეგვიძლია წარმატებით გამოვიყენოთ დიდ აუდიტორიასთან მუშაობის დროს. გთავაზობთ, ჩემს მიერ შექმნილ Padlet-ის ბმულს:
Comments
Post a Comment