Posts

Image
შ ე ჯ ა მ ე ბ ა საბოლოოდ     შეჯამების სახით ვიტყვი , რომ კურსი ჩემთვის საინტერესო იყო . გავიგე ბევრი ისეთი ტექნიკური სიახლე , რაც აქამდე არ გამომიყენებია . შევქმენი ბლოგი , ონლაინ კითხვარი , პოსტერი , შეფასების რუბრიკები და Web Quest. აღნიშნული მასალა მნიშვნელოვანია , იმდენად , რამდენადაც თანამედროვე ტექნოლოგიების ხანაში მასწავლებელი თუ არაა აღჭურვილი მსგავსი ინსტრუმენტებით წარმატების მიღწევა გაუჭირდება . სწორედ ამიტომ ვფიქრობ , რომ ეს კურსი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის .  ამ კურსმა ნათლად დამანახა და გამააზრებინა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწავლება - სწავლის პროცესში მულტიმედია საშუალებების გამოყენება , ასევე შემასწავლა , მიღებული ცოდნის საფუძველზე ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით , საკუთარი სასწავლო მასალების შექმნა , რასაც ვფიქრობ , რომ აქტიურად გამოვიყენებ სკოლაში მოღვაწეობის პერიოდში .
Image
მოსწავლის ავტონომიურობის წახალისება  ისტ–ის მეშვეობით მოგესალმებით! მიმაჩნია , რომ ავტონომიურობა არის ცვალებადი და ჩამოყალიბებადი პროცესი .  დღევანდელ საზოგადოებაში მოსწავლეებს უჭირთ საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა , რადგან სისტემურად მოყვებოდა მასწავლებელი გადასცემს ცოდნას , მოსწავლე იღებს მას უკრიტიკოდ . ეს ტენდენცია 21- ე საუკუნეშიც ძნელდება , ავტონომიურობის საკითხზე როდესაც ვსაუბრობთ მხოლოდ თბილისში და დიდ რეგიონებში არსებული მდგომარეობით არ უნდა შევაფასოთ , რადგან აქ საშუალება აქვთ გაიარონ ს ხვადასხვა ტრენინგები და ცოტ - ცოტა რამ მაინც გაიგონ ახალი და სცადონ თავიანთ მოსწავლეებზე გადმოიტანონ . მივცეთ მოსწავლეს თავისუფლება და დავაკვირდეთ , რამდენად შეძლებს სწორად წარმართოს სწავლის პროცესი . საჭიროა, რომ მოსწავლეებს შევუწყოთ ხელი ავტონომიურობის ჩამოყალიბებაში, რათ მათ შემდგომ შეიძინონ პროდუქტული უნარ-ჩვევები, ეს იქნება ზეპირი თუ წერითი მეტყველება. პედაგოგები სასწავლო პროცესში ხშირად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რათა საინტერესო და მ...
Image
მასწავლებლის ონლაინ რესურსები (თამაშები, ქვიზები, გამოკითხვები) მულტიმედია საშუალებების გამოყენებით ძალიან მარტივად და სწრაფადაა შესაძლებელი ტესტების , ქვიზებისა და პოსტერების შექმნაც კი , რაც ძალიან სასარგებლოა მასწავლებლისათვის.  ონლაინ ტესტები და სავარჯიშოები დღეს აუცილებელიც კი არის , რომ სწავლებაში აქტიურად იქნეს გამოყენებული . გიზიარებთ ჩემს მიერ შექმნილ ტესტსა და ქვიზს: https://jeopardylabs.com/play/m-a-th https://quizizz.com/join/quiz/5cebc7eb303406001a174ba4/start
Image
Padlet – ინტერაქციული დაფა და ინტერაქცია დიდ აუდიტორიასთან მოგესალმებით! თავდაპირველად, დავიწყოთ იმით, რომ, ადრე, სტუდენტებს არ ჰქონდათ ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობა, შესაბამისად მის საჭიროებას ვერ ხედავდნენ, თუმცა დღეს კი მათ გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. თითქმის ყოველ სტუდენტს უწევს პრეზენტაციის წარდგენა ამა თუ იმ საგანში, რისთვისაც, სწორედ რომ ისინი იყენებენ PowerPoint-ს, რაც ხელსაყრელი საშუალებაა ვიზუალიზაციისათვის, თვალსაჩინოებისთვის. პრეზენტაციას უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის სურათები, გრაფიკები, ვიდეოები და სხვ. თვალსაჩინო მასალები, რომელთა მოთავსებაც შესაძლებელია PowerPoint-ში. ხშირია შემთხვევა, როცა აუდიტორიაში სტუდენტთა კონტიგენტი საკმაოდ მაღალია, რის გამოც ლექტორი უმთავრესად ლექცია - მონოლოგს მიმართავს, სადაც მცირეა სტუდენტთა ჩართულობის კოეფიციენტი და შესაბამისად, ლექცია უინტერესო და მოსაწყენი ხდება. იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროს ლექტორმა, მან უნდა მიმართოს ტექნოლოგიებს, ანუ მულტიმედიას, უფრო კონკრეტულად კი - გამოიყენოს პრეზენტაცია Power...
Image
ინტერაქტიული PowerPoint Microsoft Office   — კომპანია  Microsoft -ის მიერ შექმნილი საოფისე პროგრამების კომპლექტი, რომელსაც იყენებენ საოპერაციო სისტემები  Microsoft Windows  და  OS X . საზოგადოების წინაშე წარდგა  1989  წლის 1 აგვისტოს Microsoft-ის მიერ. თავდაპირველად პროგრამის მარკეტინგული შეფუთვა შეიცავდა შემდეგ საოფისე პროგრამებს: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint. მოგვიანებით პროგრამას დაემატა V isual Basic for Applications (VBA) სკრიფტის ენა. Microsoft PowerPoint არის პრეზენტაციის მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია Windows და OS X-ზე. შესაძლებელია გავაკეთოთ სხვადასხვა სახის სლაიდშოუ, ტექსტისა და სურათის გრაფიკული გაფორმება და ა.შ. რომელიც დაგვეხმარება სხვადასხვა სახის სლაიდშოუს მოსაწყობად. Power Point -ი ძალიან მარტივად გამოსაყენებელი პროგრამაა სხვადასხვა საკითხის გასაშუქებლად. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნლობა აქვს ზოგადად თვალსაჩინოებებს და ამ კუთხით ერთ-ერთი ...
Image
შეფასების რუბრიკები   კურსის ფარგლებში ვისწავლე შეფასების რუბრიკის გაკეთება. შეფასების კითხვარი ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმია მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობისას. თანამედროვე სტანადარტებით მოსწავლემ  უნდა იცოდეს რატომ უწერენ კონკრეტულ შეფასებას.     კითხვარის შედგენა ონლაინ მოსახერხებელია იმიტომ, რომ მასწავლებელს საშუალება ეძლევა მოსწავლეებს და არა მარტო მოსწავლებს, მშობლებსაც გააცნოს თუ რა კრიტერიუმებით აფასებს მათ შვილებს. ასევე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, სადაც ინტერნეტი არის მასწავლებელ აქვს შესაძლებლობა შედგენილი კითხვარი მოიძიოს. წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შედგენილ რუბრიკას: http://rubistar.4teachers.org/index.php?screen=ShowRubric&rubric_id=2795877&  
Image
რა არის პროექტზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (PBL) პროექტზე დაფუძნებული სწავლების თეორიული საფუძველი – პროექტზე/მაგალითზე დაფუძნებული სწავლების საფუძველი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გამოჩნდა განმანათლებლისა და ფილოსოფოსის ჯონ დიუის ნაშრომებში (1938). მის მიერ დაარსებული ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებული ლაბორატორიული სკოლა სწორედ კვლევის პრინციპებს ეფუძნებოდა. დიუი ამტკიცებდა, რომ ბავშვმა ცოდნა უნდა შეიძინოს „კეთების“ საშუალებით, პრობლემური სიტუაციის კვლევით, სხვადასხვა მაკეტისა თუ სქემის დამზადებით. მისი აზრით, სწავლების ტრადიციული სისტემა ანგარიშს არ უწევდა ბავშვის მოთხოვნილებებსა და განვითარების თავისებურებებს. ჯონ დიუის სწამდა, რომ სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც  მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად იქნებიან ჩართულნი ერთობლივი მიზნებისა და ინტერესების თანამშრომლობის გზით განხორციელებაში. აღნიშნულ სწავლების მეთოდიკას ეხმიანება ასევე მარია მონტესორის (1935) პედაგოგიური კონცეფციაც. მონტესორის მიდგომა, პირველ რიგში გულისხმობს ბავშვის თავისუფალ, დამოუკიდებელ ქმედებებს. მო...