შ ე ჯ ა მ ე ბ ა საბოლოოდ შეჯამების სახით ვიტყვი , რომ კურსი ჩემთვის საინტერესო იყო . გავიგე ბევრი ისეთი ტექნიკური სიახლე , რაც აქამდე არ გამომიყენებია . შევქმენი ბლოგი , ონლაინ კითხვარი , პოსტერი , შეფასების რუბრიკები და Web Quest. აღნიშნული მასალა მნიშვნელოვანია , იმდენად , რამდენადაც თანამედროვე ტექნოლოგიების ხანაში მასწავლებელი თუ არაა აღჭურვილი მსგავსი ინსტრუმენტებით წარმატების მიღწევა გაუჭირდება . სწორედ ამიტომ ვფიქრობ , რომ ეს კურსი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის . ამ კურსმა ნათლად დამანახა და გამააზრებინა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწავლება - სწავლის პროცესში მულტიმედია საშუალებების გამოყენება , ასევე შემასწავლა , მიღებული ცოდნის საფუძველზე ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით , საკუთარი სასწავლო მასალების შექმნა , რასაც ვფიქრობ , რომ აქტიურად გამოვიყენებ სკოლაში მოღვაწეობის პერიოდში .