რა არის პროექტზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (PBL) პროექტზე დაფუძნებული სწავლების თეორიული საფუძველი – პროექტზე/მაგალითზე დაფუძნებული სწავლების საფუძველი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გამოჩნდა განმანათლებლისა და ფილოსოფოსის ჯონ დიუის ნაშრომებში (1938). მის მიერ დაარსებული ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებული ლაბორატორიული სკოლა სწორედ კვლევის პრინციპებს ეფუძნებოდა. დიუი ამტკიცებდა, რომ ბავშვმა ცოდნა უნდა შეიძინოს „კეთების“ საშუალებით, პრობლემური სიტუაციის კვლევით, სხვადასხვა მაკეტისა თუ სქემის დამზადებით. მისი აზრით, სწავლების ტრადიციული სისტემა ანგარიშს არ უწევდა ბავშვის მოთხოვნილებებსა და განვითარების თავისებურებებს. ჯონ დიუის სწამდა, რომ სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად იქნებიან ჩართულნი ერთობლივი მიზნებისა და ინტერესების თანამშრომლობის გზით განხორციელებაში. აღნიშნულ სწავლების მეთოდიკას ეხმიანება ასევე მარია მონტესორის (1935) პედაგოგიური კონცეფციაც. მონტესორის მიდგომა, პირველ რიგში გულისხმობს ბავშვის თავისუფალ, დამოუკიდებელ ქმედებებს. მო...